Foto

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ოკუპირებული დონბასის აღიარება რუსეთს საქართველოს მაგალითზე შემუშავებული სცენარით უნდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი ქმნის საფუძველს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობა საქართველოს მაგალითით შემუშავებული სცენარით აღიაროს.

მან ასევე, ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკის, იასუნოვატისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებსაც მიმართა, რომ სპეკულაციები უკრაინის მხრიდან თავდასხმების შესახებ სიცრუეა.

„პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი კვლავ ქმნის საფუძველს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება საქართველოში შემუშავებული სცენარით განახორციელოს. მიუხედავად იმისა, განახორციელებენ თუ არა, გეგმა მაინც მზადდება, რათა ეს ვარიანტი ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიების, ან ყირიმის წინააღმდეგ არ გვაქვს არანაირი ძალისმიერი ქმედების ჩადენის განზრახვა. ჩვენ სვლას პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით გავაგრძელებთ და ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს არ შევუქმნით. მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკის, იასუნოვატისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებს: ხალხო, ნუ გეშინიათ, თქვენი მტერი არა უკრაინა, არამედ ისინი არიან, ვინც თითქოს თქვენს კედლებს უკან იმალებიან. არ დაიჯეროთ ჭორები უკრაინის თავდასხმის შესახებ“, - აღნიშნა ოლეკსი რეზნიკოვმა.