Foto

19 თებერვლიდან, ვლადიმერ პუტინი ბირთვულ წვრთნებს იწყებს

19 თებერვლიდან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი ბირთვულ წვრთნებს იწყებს.

წვრთნებში „ბირთვული ტრიადის“ ძალების ქვეშ, კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები, სტრატეგიული ბომბდამშენები და რაკეტების გადამტანი წყალქვეშა ნავები იქნება გამოყენებული. ამბის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა იუწყება.

მედიის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები, სამხრეთის სამხედრო ოლქი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტები მიიღებენ.

„19 თებერვალს, უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობის ქვეშ, ჩატარდება სტრატეგიული შეკავების ძალების დაგეგმილი სწავლება, რომლის ფარგლებშიც გაუშვებენ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.