Foto

დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლს ოკუპირებულ დონეცკში გამოცხადებული ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა

კრემლის განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში გამოცხადებული ევაკუაციის შესახებ არაფერი იცოდნენ.

პრესპიკერი,დმიტრი პესკოვი რუსულ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ პუშილინის ბრძანების შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო კითხვაზე მიიღებს თუ არა რუსეთი დონეცკის მაცხოვრებლებს,  პესკოვი პასუხს თავს არიდებს - “არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია”- ამბობს პესკოვი რუსულ მედიასთან.

შეგახსენებთ, სეპარატისტების ლიდერებმა ოკუპირებული დონეცკიდან ევაკუაცია გამოაცხადეს და მოსახლეობას რუსეთისკენ წასვლისკენ მოუწოდეს. ქალაქში სირენების ხმა ისმის, ხოლო ბანკომატებთან მოსახლეობის რიგები დგას.