Foto

იენს სტოლტენბერგი - ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ რუსეთმა ომისთვის მზადება შეწყვიტოს

ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ რუსეთმა კურსი შეცვალოს და შეწყვიტოს ომისთვის მზადება. - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვარი დატოვონ.

"ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ კონფლიქტის რისკი რეალურია. მოსკოვის მტკიცების მიუხედავად, ჩვენ დეესკალაციასა და ჯარის უკან გაყვანას ვერ ვხედავთ. პირიქით, რუსეთი აგრძელებს მობილიზებას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას. მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის რაც, თქვა, გაიყვანოს ძალები უკრაინის საზღვრიდან. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ რუსეთმა კურსი შეცვალოს და შეწყვიტოს ომისთვის მზადება." - განაცხადა იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.