Foto

ბრიტანეთის საგარეოს განცხადებით, ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩო ტოვებს კიევს და საელჩოს ოფისი დროებით ქალაქ ლვოვში გადააქვს.

"რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად შეაფერხებს ბრიტანეთის მთავრობას, გაწიოს უკრაინაში საკონსულო დახმარება". - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე,ბრიტანეთი მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა მანამ სანამ კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

"სიტუაციის გათვალისწინებით, ბრიტანთის მოქალაქეები არ უნდა ელოდონ გაზრდილ საკონსულო მხარდაჭერას ან ევაკუაციაში დახმარებას". - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.