არჩევნების შემდეგ თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და ემალება საკუთარი გუნდის წევრებსაც კი, ესეთი ადამიანი არის, რა თქმა უნდა საცოდავი. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, გახარიასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო დეტალი არსებობს, რასაც საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი.
"არჩევნების შემდეგ თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და ემალება საკუთარი გუნდის წევრებსაც კი, ესეთი ადამიანი არის, რა თქმა უნდა საცოდავი. არის ბევრი საინტერესო დეტალი და ეს დეტალები გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, ეს დეტალები შეიძლება ჩვენც არ ვიცოდით თავისდროზე, მაგრამ გავიგეთ, როცა გავიხედეთ უკან ბევრი რამე უფრო ადვილად ასახსნელი გახდა, რაღაცებს ჩვენ ვხსნიდით არაკომპეტენტურობით, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა სხვა ახსნა და სხვა მიზეზები, რაზეც საზოგადოებას მოგვიანებით მოვახსენებთ. - " - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press