Foto

ვლადიმერ პუტინმა რეზერვში მყოფი მოქალაქეები სამხედრო წვრთნებზე გამოიძახა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს. ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს.

რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში", - ნათქვამია დოკუმენტში.

ბრძანების თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალა უზრუნველყოს სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების შესახებ განკარგულებას ხელი 2021 წლის აპრილში მოაწერა.