„ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება ომამდე მიგვიყვანოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პროვოკაციებს შესაძლოა საომარი მოქმედებები მოჰყვეს, რის გამოც მნიშვნელოვანია სიფრთხილის შენარჩუნებაც.
მანვე დასძინა, რომ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ტრაგედიაა იმ რუსი ხალხისთვისაც, რომლებსაც უკრაინასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
„ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება ომამდე მიგვიყვანოს. ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ისტორია და მათ ესმით, რა რისკები გვაქვს. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა - მათ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებული დაძაბულობა ტრაგედიაა რუსი ხალხისთვისაც, რომლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინასთან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press