Foto

ევროკავშირი უკრაინაში მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას გმობს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი განცხადებას აქვეყნებს, რომ ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას.

მისივე თქმით, ეს აღნიშნული მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ჯოზეფ ბორელი რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ზრდის მიუხედავად, უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მიესალმება.

„ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ინსცენირებული მოვლენები, როგორც ეს ახლახან აღინიშნა, შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. ევროკავშირი, ასევე, მოწმეა ინფორმაციის მანიპულირების მცდელობების გააქტიურებისა, რათა გაამართლონ მიზნები“, - აღნიშნულია განცხადებაში.