დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის ხელახლა გაერთიანებას ცდილობს და იგი „უკრაინაზე არ შეჩერდება“.
მან მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ომისთვის მომზადება უკვე საჭიროა.
„ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის. რუსეთმა აჩვენა, რომ ისინი არ არიან სერიოზულები დიპლომატიის მიმართ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.
ლიზ ტრასის სიტყვით, დასავლეთს მოსკოვის შეჩერება სჭირდება, ვინაიდან პუტინი შეეცდება „დრო შუა 1990-იანი წლებში ან უფრო უკან დააბრუნოს“ და შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიის სერბეთისა და ალბანეთის ანექსიაც მოახდინოს.
ამბავს The Guardian იუწყება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press