Foto

ჩინეთის საგარეო - უკრაინის კრიზისში მყოფმა მხარეებმა ომის გაჩაღების ნაცვლად, მდგომარეობის დეესკალაციაზე უნდა იმუშავონ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ იის განცხადებით, უკრაინის კრიზისში მყოფმა მხარეებმა ომის გაჩაღების ნაცვლად, მდგომარეობის დეესკალაციაზე უნდა იმუშავონ.

მან მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა პატივცემული და დაცული უნდა იყოს.

„ჩინეთი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე შეძლებს დიალოგის გზით მიაგნოს კონსტრუქციულ გამოსავალს, რაც ევროპის უსაფრთხოებას ხელს მისცემს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.