კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის განცხადებით, ორგანიზაცია მზადაა, დონბასში „სამშვიდობოები“ გაგზავნოს, თუკი უკრაინას ეს ენდომება და საერთაშორისო კონსესუსი იქნება მიღწეული.
მისივე თქმით, ორგანიზაციას, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი, იმდენი რაოდენობის „სამშვიდობოების“ გაგზავნა შეუძლია, რამდენიც საჭირო გახდება.
„ჰიპოთეტურად ასეთი რამის წარმოდგენა შესაძლებელია, თუ უკრაინის მხრიდან კეთილი ნება იქნება, ეს ხომ მისი ტერიტორიაა, თუ იქნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატი და თუ ასეთ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ყველა ჩვენი მთავრობა. თეორიულად ეს შესაძლებელია ასეთი გზით, და არანაირი სხვა გზით“, - განაცხადა სტანისლავ ზასმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press