Foto

20 თებერვლის მონაცემებით, „ბუსტერ“ დოზით, სულ 207 239 ადამიანია აცრილი

20 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 796 876  აცრა. „ბუსტერ“ დოზით კი, აცრილია 207 239 ადამიანი. ამბის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იუწყება.

მათივე ცნობით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 346 490 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.9%;

სრულად ვაქცინირებულია 1 240 491 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 43.2%;

12-15  წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 013  (2.26%) სრულად აცრილია - 3 073 (1.73%);

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 501 (15.42%) სრულად აცრილია-   11 018 (13.59%);
19 თებერვალს ჩატარდა1 524 აცრა.