ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, ვიქტორ ხრენინმას განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ, მიზეზად კი, უკრაინაში, დონბასში არსებული მდგომარეობის გამწვავება სახელდება.
მისი თქმით, აშკარაა, რომ უკრაინაში ჩატარებული სამხედრო წვრთნები რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ არის მიმართული.
„საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდის და დონბასში სიტუაციის გამწვავების ფონზე ბელარუსის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაგრძელდეს მოკავშირე სახელმწიფოს რეაგირების ძალების შემოწმება. მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეიქმნა სამხედრო ძალების მრავალი დაჯგუფება, მათ შორის მესამე ქვეყნების დაჯგუფებები. აწეულია NATO-ს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დანაყოფების მზადყოფნა. უკრაინაში ე.წ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში მზადყოფნა შემცირებულია 7-იდან 5-დღემდე.
ჩვენს მეზობელს ქვეყნებს საგანგებოდ, დაუგეგმავი წესით აწვდიან უახლეს იარაღს ამასთანავე პრიორიტეტს ანიჭებენ თანამედროვე თავდასხმით საშუალებებს.
მოდერნიზებულია სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები. გაიზარდა საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან ჩატარებული წვრთნების და ოპერაციების რაოდენობა. ასევე აშკარაა, რომ ისინი მიმართულია რუსეთისა და ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press