დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II უინდსორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბაკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონარქს გაციების მსგავსი, მსუბუქი სიმპტომები აქვს.
95 წლის დედოფალს კონტაქტი ჰქონდა თავის უფროს ვაჟთან, პრინც ჩარლზთან, რომელსაც Covid – 19 წინა კვირას დაუდასტურდა.
ვინდსორების სასახლეში, ვირუსი რამდენიმე თანამშრომელსაც დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სწორედ მაშინ გავრცელდა, როდესაც დედოფალი ელიზაბეტ მეორე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მრავალწლიან მმართველად ოფიციალურად გამოცხადდა.
ინფორმაციას BBC იუწყება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press