Foto

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი დონბასს სამხედრო დახმარებას შეჰპირდა

ოკუპირებული აფხაზეთის პრორუსი, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია დონბასელ სეპარატისტებს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება.

მისი თქმით, დასავლელი „კურატორების“ მიერ წაქეზებული უკრაინა მიზანმიმართულად ქმნის პროვოკაციებს, რაც შესაძლებელია, რეგიონში საფრთხის შექმნის მიზეზად იქცეს.

„თუ საჭირო იქნება, აფხაზეთის რესპუბლიკა მზადაა დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. დასავლელი კურატორების მიერ წახალისებული უკრაინა მიზანმიმართულად მიდის პროვოკაციის შექმნისკენ, რომელმაც რეგიონის უდაფრთხოებას, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას“, - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.