ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების ზოგიერთ დეტალს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელზე წვდომა შეუწყდება. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, განაცხადა.
"რუსეთი, პრინციპში, მოწყვეტილი იქნება საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან. სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომელიც რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სანქციები არ დაწესდება.
მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთს დიპლომატიის შანსი უნდა მისცეს.
„ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა,“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press