Foto

მედია - რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს, დაშავებულია 1 უკრაინელი სამხედრო

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, 80-დან 72 შემთხვევაში ცეცხლი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით იყო გახსნლი.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, 20 თებერვალს, დაფიქსირდა 80 დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების იერ, რომელთაგან 72 იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით", - აცხადებენ შტაბაში. 

მათივე ცნობით, სროლის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო, რის გამოც, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამჟამად, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.