ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თანახმაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც გავრეცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა იმ შემთხვევაში შედგება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.
„სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის შეხვედრა კვირის ბოლოს ევროპაშია დაგეგმილი, იმ პირობით, თუ რუსეთი არ განაგრძობს სამხედრო მოქმედებებს. პრეზიდენტი ბაიდენი, პრინციპში დათანხმდა ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, თუ შეჭრა არ მოხდება", - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press