Foto

ეუთო/ოდირი ითხოვს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები შეჩერდეს

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დავაკშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა გაასაჯაროვა.

ომბუდსმენმა საგანგებო ბრიფინგზე იმ ძირითად რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც ეუთო/ოდირმა გასცა.

ნინო ლომჯარიას თქმით,  ეუთო/ოდირი ითხოვს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საკანონმდებლო ცვლილებები შეჩერდეს

„2 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ეუთო/ოდირს, რომ მათ წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების თაობაზე და იმ ცვლილებებზე რაც ამ საკანონმდებლო პროცესს მოყვა.  

პირველ რიგში ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ეს არის მათი მთავრი რეკომენდაცია, რაც ეფუძნება იმას, რომ პირველ  რიგში ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს,  რომ ის პროცესი როგორც წარიმართა, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს მათ სორის ეუთოს სტანდარტებს.

ასევე მიაჩნიათ,  რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები როდესაც დაჩქარებული წესით ყოველგვარი ჩართულობით წინასწარი გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა ომბუდსმენმა.

ეუთო/ოდირის განცხადებით, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს.

„ადამინების უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებაზე და საქმიანობაზე მათ შორის ახლად შექმინილ სამსახურებზე, ამიტომ ისინი მოითხოვენ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება. ასევე მთავრი არგუმენტი არის ის,  რომ თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეს რეკომენდაციას აძლევს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და  უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე ეს არის ერთ-ერთი ყველზე პრინციპული მოთხოვნაა. მიუღებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არჩევითი ხელმძღვანელის ვადის გაუქმება,  რადგან ეს წარმოადგენს მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას." - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.