„სააკაშვილის მოთხოვნა და ხელმეორედ უკიდურეს ზომაზე წასვლა მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი ფაქტი, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, რომ მასთან კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი შეუშვან, ძალიან სამართლიანია.
„ვთანხმდებით, საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალსა და ტყვეზე. ტყვე ხარ, როცა გამოკეტილი ხარ ოთხ კედელში ერთი ადამიანის ნებაზე და ხუშტურზე. ტყვე ხარ, როდესაც სამედიცინო მომსახურეობის მიღების შესაძლებლობა არ გეძლევა და არა პატიმარი. ტყვე ხარ, როცა არ გეძლევა კუთვინილი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა, მაგალითად სატელეფონო ზარების განხორციელება და უამრავი სხვადასხვა უფლება, რაც პატიმარს აქვს და ტყვეს არა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და ხელმეორედ, უკიდურეს ზომაზე წასვლა მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი ფაქტი, შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის.
მოთხოვნა არის ძალიან სამართლიანი, რომ შეუშვან მასთან კვალიფიციური პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი, ის რასაც საზოგადოება თვეების განმავლობაშია ითხოვს.
მე იმედი მინდა მქონდეს, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი იქნება დაშვებული, ექიმი, რომელიც მას სჭირდება იმისათვის, რომ ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press