Foto

გერმანიის საგარეო - ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებასთან და ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა

„ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებასთან და ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკიმ განახცადა. 

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა.

„ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებასთან და ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა. დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას. ეს თქვენს ხელშია. ჩვენ მაგიდასთან ვსხედვართ ყოველ წუთსა და საათს. გელოდებით, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. თავდასხმები და ძალადობრივი კონფლიქტები, რაც ჩვენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ვიხილეთ, ნამდვილად საგანგაშოა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა, რადგან წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკიმ.