დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავენ.
მიმართვას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ლეონიდ პასეჩნიკი ავრცელებენ. ამბის შესახებ ინფორმაციას RIA იუწება.
„დონბასის მცხოვრებლები თავს სულით რუსებად გრძნობენ, მათი მთავარი მიზანია რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია“, - ამის შესახებ დენის პუშილინმა განაცხადა.
გამოცემის ცნობით, მას რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება და თავდაცვის სფეროში ერთობლივი მოქმედება სურს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press