რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ადგილობრივმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელების ორი ჯავშანტრანსპორტი გაანადგურეს.
მათივე ინფორმაციით, ხუთი უკრაინელი სამხედროა დაღუპული.
„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის რაზმმა როსტოვის რეგიონში, სამხრეთ სამხედრო ოლქის საზღვრის დაფარვის ნაწილებთან ერთად, აღმოაჩინა უცნობი ჯგუფი ორ ქვეით საბრძოლო მანქანაზე, რომელმაც დაარღვია საზღვარი უკრაინიდან რუსეთის ფედერაციამდე. ჯგუფი შეჩერდა და განადგურდა შეიარაღებული წინააღმდეგობის დროს“, - აღნიშნულია რუსულ მედიაში.
გავრცელებულ ამბებს უკრაინა დეზინფორმაციად აფასებს და განმარტავს, რომ უკრაინელი სამხედროები როსტოვის რეგიონში არ ყოფილან.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026...
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუ...
საქართველოს პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სა...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
Mana press