რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების განიხილვის დროს, რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს შორის დაძაბული საუბარი შედგა.
სერგეი ნარიშკინს ეგონა, რომ სხდომაზე განხილვის საგანი არა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, არამედ დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა განიხილებოდა.
ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე სცადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პირდაპირი პასუხი მიეღო. საბოლოოდ, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერდა დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას.
პუტინი: თქვენ მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გვთავაზობთ? თუ მათი სუვერენიტეტის აღიარებას? პირდაპირ თქვით ნარიშკინი: მე დავუჭერ მხარს, რომ.... პუტინი: დაუჭერთ თუ უკვე უჭერთ? პირდაპირ ილაპარაკეთ - კი თუ არა? ნარიშკინი: მხარს ვუჭერ წინადადებას, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ პუტინი: ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ ჩვენ განვიხილავთ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ნარიშკინი: დიახ. მე მხარს ვუჭერ წინადადებას მათი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პუტინი: მადლობა, დაჯექი
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press