აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინის ქალაქ ლვოვიდან სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები ღამებს პოლონეთში გაათენებს, დილაობით კი კვლავ უკრაინაში დაბრუნდება.
„ჩვენი პერსონალი რეგულარულად დაბრუნდება უკრაინაში, დიპლომატიური მუშაობის გასაგრძელებლად და საგანგებო საკონსულო მომსახურებისთვის. ისინი გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერას და დიპლომატიური ძალისხმევის კოორდინირებას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის აგრესიის ფონზე შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ მივმართავთ გონივრულ ზომებს აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, რასაც რეგულარულად მთელ მსოფლიოში ვაკეთებთ, არავითარ შემთხვევაში არ უთხრის ძირს ჩვენს მხარდაჭერასა და ერთგულებას უკრაინისადმი“, - აღნიშნავს უწყება.
სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, რომ უკრაინის ტერიტორია დატოვონ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press