Foto

დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისთვის მინსკის შეთანხმების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქვეყნისათვის მინსკის შეთანხმების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციისთვის წინა პლანზე, ქვეყნის „უსაფრთხოების გარანტიები“ დგება.

„მინსკის შეთანხმებების საკითხი რუსეთის დღის წესრიგში აღარ დგას, წინა პლანზე, ახლა რუსეთის ფედერაციის „უსაფრთხოების გარანტიები“ დგება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ამბავს რუსული მედია იუწყება.