Foto

ევროკავშირი უკრაინის ინსტიტუციებს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების დაეხმარება

ევროკავშირი უკრაინის ინსტიტუციებს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხში, დაეხმარება.

აღნიშნულის მიზეზად, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული თავდასხმების მზარდი მაჩვენებელი სახელდება. ინფორმაციას ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მარგირის აბუკევიჩიუსი „ტვიტერ“-ზე ავრცელებს.

კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით, ორშაბათს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთი ესკალაციისთვის „ჰიბრიდულ ტაქტიკებს“ იყენებს.

ამბავს The Guardian იუწყება.