Foto

ბელარუსის საგარეო - რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას პატივისცემითა და გაგებით ვეკიდებით

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს უწყება ,,პატივისცემით და გაგებით” ეკიდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირსა და აშშ-ს ეკისრება.

მათივე თქმით, რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება.

,,…ამ ვითარებაში, პატივისცემით და გაგებით ვეკიდებით რუსული მხარის გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და თითქმის რვა წლის განმავლობაში...", - აღნიშნულია განცხადებაში.