ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს უწყება ,,პატივისცემით და გაგებით” ეკიდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირსა და აშშ-ს ეკისრება.
მათივე თქმით, რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება.
,,…ამ ვითარებაში, პატივისცემით და გაგებით ვეკიდებით რუსული მხარის გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და თითქმის რვა წლის განმავლობაში...", - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press