რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში იმპერიის აღდგენას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ახლავე მინდა ვთქვა, სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარა და მოგეხსენებათ, აქტიურად მუშაობს ჩვენი ურთიერთქმედების გასაძლიერებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩენილ ყველა ქვეყანასთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. უმწვავეს სიტუაციებშიც კი, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება, ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის ვცდილობდით, ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები მიგვეღო“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press