Foto

დმიტრო კულება - გერმანიის მხრიდან „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შეჩერება პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია

„„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების შეჩერებას ეს არსებულ ვითარებაში მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯია“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მაგალითია იმისა, რომ ნამდვილი ლიდერობა რთულ დროს რთული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

„მივესალმები გერმანიის გადაწყვეტილებას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არსებულ ვითარებაში მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯია. ნამდვილი ლიდერობა რთულ დროს რთული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს“, - აღნიშნა „ტვიტერ“-ზე დმიტრო კულებამ.