Foto

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ვხედავ

დღეს, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო მედიას შეხვდა.

 „სამწუხაროდ ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ეს შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მე ყველაფერს გავაკეთებდი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვლოდიმირ ზელენსკი სავარაუდოდ ამას ცდილობს, რითიც ძალიან გაბდულად იქცევა.

„დარწმუნებული ვარ 2 რამის შესახებ: 1. ძალით ამის გადაჭრის შესაძლებლობა არ გვაქვს. ეს ვალდებულება ერთიანად ვიკისრეთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალა არ გამოგვეყენებინა. ერთადერთი დარჩენილი რამ კი, დიპლომატიაა. მე-2 კი, რუსეთს არ გააჩნია ამის სურვილი. რეალური დისკუსია ამის შესახებ არ შემდგარა. საქართველოს დღეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი დიალოგზე დაითანხმოს. ამ შემთხვევაში, დეესკალაცია ნებისმიერი სახის სერიოზული დიალოგის პარალელურ რეჟიმში იქნებოდა გასატარებელი. ეს უნდა მოხდეს საოკუპაციო გზაზე.

როდესაც იტაცებენ ხალხს, როცა მავთულხლართები იწევს წინ, როგორ უნდა ვისაუბრო დეესკალაციაზე. არადა, მზად ვართ, როდესაც ამის ნიშნები იქნება. სამწუხაროდ ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში ამას ვერ ვხედავ. რომ ყოფილიყო ამის შესაძლებლობა, მე ყველაფერს გავაკეთებდი, მემგონი ამას ცდილობს პრეზიდენტი ზელენსკი და ძალიან გაბედულად იქცება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.