Foto

სალომე ზურაბიშვილი - დასავლეთის სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, იგი ყველა შესაძლებლობას არც 2008 წელს არ იყენებდა

„სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. თუ რამე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან არის ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდნტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში შესვლის გამო, ფასი სრულად არ ჰქონდა გადახდილი და ვერც მისი შეკავება მოხდა.

„დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, ასევე ამერიკელი პარტნიორების სანქციების კუთხითაც. როდესაც დემოკრატიული ქვეყანაა და არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, ეს შეიძლება ვიღაცამ, აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა სისუსტის საგნად. მიმაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. ეს სანქციები ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, რაც აქამდე გვინახავს. თუ რამე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან - 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ. ამის ფასი რუსეთს სრულად არ ჰქონდა გადახდილი, ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს ეს გამოწვევა. ომის გარეშე როგორ შევაგნებინოთ რუსეთს, რომ მას მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი ექნება გადასახდელი? რა არის მექანიზმები? - ეს არის სანქციების მთელი რიგი, რომელიც გარკვეულ ფორმას უზრუნველყოფს და შედეგსაც გამოიღებს. არსებობს დასავლეთის ქვეყნებში გამოცდილება, როდესაც სანქციები დაწესდა და მან შედეგი მოიტანა. მე არ ვიცი რა იქნება სანქციების ხასიათი და რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ. სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, რადგან ორი რეგიონია ოკუპირებული. ჩვენი რეაგირება ამ სიტუაციაზე ხდება, ჩვენი მოქალაქეების თავს გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ. ჩვენ უნდა ვიკისროთ სრულად პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან არის გასავლელი”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.