რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ევროკავშირისგან საპასუხოდ შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ზომები მოჰყვა.
ალიანსმა რუსეთის დუმის წევრებს, ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა.
ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომელმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას ხმა მისცეს.
ამასთან ერთად, ალიანსმა სანქციები დაუწესდა იმ 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციები დააფინანსეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„სანქციების ეს პაკეტი, რომელიც ერთხმად დაამტკიცა ყველა წევრმა ქვეყანამ, ძალიან დააზარალებს რუსეთს", - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენელმა.
მიუხედავად ამისა, ბორელმა დასძინა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად ევროკავშირი კვლავ მზადაა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press