„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პუტინი არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს, გამორიცხულია!“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ კონფლიქტს.
მისივე თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, პუტინი მხოლოდ კიარ იღებს იმ ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ იგი მდიდრდება კიდეც.
„სწორი მიდგომების შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობდა უკრაინაში ასეთი მდგომარეობის შესაქმნელად. ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმირ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასდროს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს, გამორიცხულია! ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რუსეთი ძალიან გამდიდრდა, ნავთობის ფასი გაორმაგდა, მალე კი გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, პუტინი კი არა მხოლოდ იღებს იმ ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ მდიდრდება კიდეც. ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი იყო, საწვავის ფასები კი დაბალი რჩებოდა. ახლა ჩვენი ქვეყანა სრულ ქაოსშია“, - წერს დონალდ ტრამპი თავის ვებგვერდზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press