აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებს ეხმაურება.
ელჩის თქმით, სანქციები ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს მნიშვნელოვნად დააზარალებს თუმცა, თავად რუსეთისთვის ეს სანქციები გადამწყვეტი არ არის.
"უდავოა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მტკივნეულად დაარტყამს მსოფლიო ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს. არ იქნება გამონაკლისი შეერთებული შტატებიც, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იგრძნობენ ფასების მატების შედეგებს.
რთული წარმოსადგენია, რომ ვაშინგტონში ვინმეს იმედი აქვს, რომ რუსეთი გადახედავს მის საგარეო პოლიტიკას შეზღუდვების საფრთხის შიშით. არ მახსოვს არცერთი დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლური სამყაროს შეზღუდვის გარეშე იცხოვრა. ვისწავლეთ, როგორ ვიმუშაოთ ასეთ პირობებში და არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა ანტონოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press