Foto

კიევის მერი აცხადებს, თუ რა შეზღუდვები დაწესდება უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თუ უმაღლესი რადა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყანაში შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდება:

• ოლქებში, საოლქო სამთავრობო ადმინისტრაციისა და კიევის საქალაქო სამთავრობო ადმინისტრაციის თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით ოპერატიული შტაბები მუშაობას დაიწყებს;

• ქალაქებისა და ოლქებში შესვლასა და გასვლაზე გაძლიერებული კონტროლი დამყარდება;

• შესაძლოა, ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდოს და მოხდეს მათი შემოწმება;

• შეიზღუდება მასობრივი შეკრებები;

• აიკრძალება საპროტესტო აქციების გამართვა და შესაძლოა, სხვა დაწესდეს დამატებითი შეზღუდვებიც.

კიევის მერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადების შემთხვევაში, შეზღუდვები 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა ისიც, რომ სხვა ქალაქებსა და ოლქებში კომენდანტის საათი არ იმოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ესაბამის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან დამოუკიდებლად არ მიიღებენ.