უკრაინის ვიცეპრემიერის, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, უკრაინაზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა.
მისივე თქმით, პრობლემები შეექმნა არაერთ ბანკს, ასევე, რადას, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების ვებგვერდებსაც.
„დაახლოებით 4 საათზე, მორიგი მსაშტაბური კიბერთავდასმხები ჩვენს სახელმწიფოზე დაიწყო. არსებობს შესაბამისი მონაცემები არაერთი ბანკიდან და ასევე, პრობლემები შეექმნა რადას, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს ვებგვერდებს (რომლებიც, უკვე მუშაობს) - ეს გამოწვეულია სხვა პროვაიდერიდან ტრაფიკის გადართვით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ზარალი თავდასხმისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ტელეგრამ“-ზე გავრცელდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press