დღეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ორი ქვეყნის ლიდერმა უსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას RIA იუწყება.
გამოცემის ცნობით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ „პრინციპული“ პოზიცია გამოხატა და აღნიშნა, რომ ანკარა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას არ ცნობს.
თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა ისიც, რომ მინსკის შეთანხმებაზე დაყრდნობით შეთანხმება მიღწეული იყოს, ვინაიდან საკითხის გართულება და ით უფრო სამხედრო კონფლიქტი მომგებიანი არავისთვისაა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press