Foto

უკრაინას, ლიეტუვასა და პოლონეთს შორის დეკლარაცია გაფორმდა

„უკრაინაევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, - ამის შესახებ აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ და ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერეს.

დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული ქვეყნები რუსეთს დეესკალაციისა და სამხედრო ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ - გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, რომლებიც განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან დაუკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, თავი შეიკავოს მომდევნო სამხედრო ქმედებებისგან. ლიეტუვასა და პოლონეთის პრეზიდენტები დგანან უკრაინის გვერდით, სრულად უჭერენ მხარს მის მცდელობას, მოაგვაროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. უკრაინა იმსახურებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც შეესაბამება უკრაინელი ხალხის თავისუფალ ნებასა და არჩევანს. ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმების  განხორციელებისა და შიდა რეფორმებში შესამჩნევი პროგრესის, ასევე, უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ლიეტუვა და პოლონეთი უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში მხარს დაუჭერენ“, - აღნიშნულია საერთო დეკლარაციაში.