Foto

ვლადიმერ ზელენსკი - ევროპელებთან ერთად ანტიპუტინისტურ მოძრაობას ვქმნით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროპასთან ერთად ანტიპუტინურ კოალიციას ვქმნის.

პრეზიდენტის თქმით, ის ურსულა ფონ დერ ლეიენს, ემანუელ მაკრონს, კარლ ნეჰამერსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს კონკრეტული სანქციებისა და ჩვენი სამხედროებისთვის დახმარების შესახებ, უკვე გაესაუბრა.

„ჩვენ ანტი-პუტინურ კოალიციას ვქმნით. მე ურსულა ფონ დერ ლეიენს, ემანუელ მაკრონს, კარლ ნეჰამერსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს კონკრეტული სანქციებისა და ჩვენი სამხედროებისთვის დახმარების შესახებ ვესაუბრე. ველოდებით გადამწყვეტ ნაბიჯებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერ“-ზე.