ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სანქციების პაკეტი მოიცავს ფინანსურ სექტორს, ენერგეტიკის სექტორს, ტრანსპორტის სექტორს ტექნოლოგიებს და სავიზო პოლიტიკას.
„პირველ რიგში, ეს პაკეტი მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც წყვეტენ რუსეთის წვდომას ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალის ბაზრებზე. ეს რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს მოიცავს, ასევე ძირითად სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროს. ეს სანქციები გაზრდის რუსეთის სესხის ხარჯებს, გაზრდის ინფლაციას და თანდათან გაანადგურებს რუსეთის ინდუსტრიულ ბაზას. ჩვენ ასევე მიზნად ისახავს რუსეთის ელიტას მათი დეპოზიტების შეზღუდვით.
მეორე, ჩვენი სამიზნეა ენერგეტიკული სექტორი, რომელიც საკვანძო ეკონომიკური სფეროა და რომელიც განსაკუთრებით სარგებლის მომტანია რუსეთისთვის.
მესამე, ჩვენ ვკრძალავთ რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის მიყიდვას.
მეოთხე, ვზღუდავთ რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე. მეხუთე - ვიზები, დიპლომატებს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს და ბიზნესმენებს აღარ ექნებათ პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირში.,“- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press