Foto

გერმანაში, პარლამენტარები ოლაფ შოლცს SWIFT-დან რუსეთის გამოთიშვისკენ მოუწოდებენ

იმის გამო, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბანკთაშორისი გადახდის სისტემიდან, SWIFT-დან რუსეთის გამოთიშვას მხარი არ დაუჭირა, გერმანიის პარლამენტარებმა იგი გააკრიტიკეს.

გერმანელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა აუცილებლად უმალვე უნდა მომხდარიყო. ამ სანქციის პრევენციის შემთხვევაში კი, ეს პუტინს ევროპაში ომების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.

ბუნდესტაგის წევრმა, „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელმა, ნორბერტ როტგენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ყველაზე „ბასრი მახვილი“ - ყველაზე მკაცრი სანქცია SWIFT-ის სისტემიდან გამოთიშვა იქნებოდა.

„რუსეთის SWIFT-დან გამოთიშვა გერმანიის გამო ჩაფლავდება“, - აღნიშნა ნორბერტ როტგენმა.
ამბის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.