იმის გამო, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბანკთაშორისი გადახდის სისტემიდან, SWIFT-დან რუსეთის გამოთიშვას მხარი არ დაუჭირა, გერმანიის პარლამენტარებმა იგი გააკრიტიკეს.
გერმანელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა აუცილებლად უმალვე უნდა მომხდარიყო. ამ სანქციის პრევენციის შემთხვევაში კი, ეს პუტინს ევროპაში ომების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.
ბუნდესტაგის წევრმა, „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელმა, ნორბერტ როტგენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ყველაზე „ბასრი მახვილი“ - ყველაზე მკაცრი სანქცია SWIFT-ის სისტემიდან გამოთიშვა იქნებოდა.
„რუსეთის SWIFT-დან გამოთიშვა გერმანიის გამო ჩაფლავდება“, - აღნიშნა ნორბერტ როტგენმა. ამბის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press