Foto

BBC - ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს აქტივებს გაუყინავს

ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ევროპულ აქტივებს ყინავს. ამბავს BBC News იუწყება.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რუსი პოლიტიკოსები ევროპაში, რა რაოდენობის აქტივებს ფლობენ.

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა.