Foto

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა - ჩვენ რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვა გვსურს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ ვოლენსის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს SWIFT-ის ბანკთაშორისი გადახდის სისტემიდან რუსეთის გარიცხვა უნდა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული საერთაშორის ორგანიზაცია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მთელი მსოფლიოდან გაზის საფასურისთვის გადასახადების მიღების საშუალებას აძლევს.

„ჩვენ გვინდა, უფრო შორს წავიდეთ და რუსეთი SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გავაგდოთ, რომელიც საშუალებას აძლევს მთელ მსოფლიოში გადაიტანოს ფული, გაზის საფასურისთვის მიიღონ გადახდები. მიუხედავად ამისა, ეს საერთაშორისო ორგანიზაციაა და რუსეთის გასაგდებად ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო, ეს კი, პროცესს ართულებს“, - აღნიშნა ბენ ვოლენსმა.