ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ ვოლენსის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს SWIFT-ის ბანკთაშორისი გადახდის სისტემიდან რუსეთის გარიცხვა უნდა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული საერთაშორის ორგანიზაცია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მთელი მსოფლიოდან გაზის საფასურისთვის გადასახადების მიღების საშუალებას აძლევს.
„ჩვენ გვინდა, უფრო შორს წავიდეთ და რუსეთი SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გავაგდოთ, რომელიც საშუალებას აძლევს მთელ მსოფლიოში გადაიტანოს ფული, გაზის საფასურისთვის მიიღონ გადახდები. მიუხედავად ამისა, ეს საერთაშორისო ორგანიზაციაა და რუსეთის გასაგდებად ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო, ეს კი, პროცესს ართულებს“, - აღნიშნა ბენ ვოლენსმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press