ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის გათიშვის შემდეგ, უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიის, „გაზპრომის“ ვებგვერდიც გათიშა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას დაჯგუფება Twitter-ზე ავრცელებს.
მომხდარის გამო, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელის ვებგვერდი მუშაობას ამ დრომდე, არ აგრძელებს.
ცნობისთვის, წუხელ, Anonymous რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ დაჯგუფება კიბერ-ომში ჩაერთო.
„უკრაინელი მოსახლეობის მხარდასაჭერად, „გაზპრომი“ კავშირგამორთულია. ჩვენ ვართ ლეგიონი. გველოდეთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press