„შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება ჩვენგან საპასუხო ნაბიჯებს მოითხოვს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ამბავს რუსული სააგენტო RIA იუწყება.
სპიკერმა დასძინა, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება, სხვა ქვეყნების ხარჯზე არ უნდა აშენდეს.
„ზოგიერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა აშენდეს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე. აშკარაა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში (რაც როგორც კარგად გესმით, სამხედრო ბლოკია) გაწევრიანებას შესაძლოა, სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს, რაც ჩვენი ქვეყნის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press